პროექტის შესახებ

საპრეზიდენტო პროგრამა

"ჩემი სახლი"

logo

(პირველი ეტაპი)

 

1) მისია

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მოამზადა საპრეზიდენტო პროგრამა `ჩემი სახლი”-ს სახელწოდებით, რომლის დანერგვის და განხორციელების მიზანია, საქართველოში ხელისუფლებისათვის დე-ფაქტო უკონტროლო ტერიტორიებზე, კერძოდ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში უძრავი ქონების და მასზე უფლებების აღრიცხვის განხორციელებით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, გლუკ-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ 2000წ. მოწონებული ì`იძულებით გადაადგილებულ პირთა” შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე და ადამიანის პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების საერთაშორისო ნორმებით აღიარებული და გარანტირებული საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის ყოვლისმომცველი ღონისძიებების გატარება.

2) რეალიზაციის სტრატეგია

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის მიზნით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მომზადდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი, რომელიც მოიწონა საქართველოს მთავრობამ და გამოქვეყნდა 14.02.06წ. #124 ბრძანებულების სახით.
1) #124 ბრძანებულების რეალიზაცია შესაძლებლობას აძლევს იძულებით გადაადგილებულ პირს-დევნილს და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის და ფორმის შესაბამისად მოახდინოს უკონტროლო ტერიტორიებზე კუთვნილი უძრავი ქონების დეკლარირება, მასზე უფლების აღრიცხვის მიზნით.
2) დეკლარაციაში მითითებული მონაცემები გამოყენებული იქნება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონის გეოინფორმაციული სისტემების შესაქმნელად, ამავე მიზნით განხორციელდება აღნიშნული ტერტორიების თანამგზავრული ფოტო გადაღებები.
3) ,,დევნილთა”, პოტენციურ ინვესტორთა (აფხაზეთსა და ცხინვალში ტრანზაქციის განხორციელებით დაინტერესებულთა) და საზოგადოების დროულად ინფორმირების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ზემოაღნიშნული ინფორმაცია განთავსდება ინტერნეტში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ვებ-გვერდზე www.chemisaxli.gov.ge www.mra.gov.ge
4) ამ ამოცანის განსახორციელებლად სამინისტროში შექმნილია უძრავი ქონების რესტიტუციის სამმართველო, რომელსაც უშუალოდ დაევალა ამ პრიორიტეტული მიმართულებით მუშაობა.

zemodan



3) შედეგები

ზემოაღნიშნულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების და მასზე უფლებების აღწერა, შესაძლებლობას მოგვცემს დავაზუსტოთ უძრავ ქონებაზე საკუთრების მოთხოვნის უფლების მქონე ,,პირთა” ვინაობა (პირები რომლებიც ბინადრობის/სარგებლობის უფლებით ფლობდნენ უძრავ ქონებას) და დავიცვათ მათი სამოქალაქო უფლებები. დავადგენთ საქართველოს კანონის შესაბამისად მუდმივი საცხოვრებლი ადგილიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ვინაობას და ზუსტ რაოდენობას. არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ქუჩების სახელების და სახლების ნომერაციის შეცვლა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების შესახლება. შემდგომში უძრავ ქონებაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან დაუსრულებელი სამოქალაქო დავების თავიდან ასაცილებლად, სამინისტრო თავის ვებ-გვერდზე გეოინფორმაციული სისტემის გამოყენებით განათავსებს და მიუთითებს იმ სახლების და ბინების ჩამონათვალს რომლებიც ეკუთვნით `დევნილებს” ან სხვა `პირებს” და გამოაცხადებს `ნაალაფარად”, `ტროფეინად”, ასევე შეძლებისდაგვარად ასეთი ინფორმაციის არსებობისას იმ პირთა სახელებს, გვარებს და მოქალაქეობას, რომლებმაც მიიტაცეს დევნილთა კუთვნილი უძრავი ქონება, რაც უძრავი ქონების ფაქტობრივ მფლობელთა უპირობო და უკომპენსაციო გამოსახლების საფუძველი გახდება (უკანონოდ შეჭრილი ფაქტობრივი მფლობელი `ფიზიკური” ან `იურიდიული პირი” შესაძლოა დაჯარიმდეს სასამართლო წესით ან დაეკისროს სარგებლობისათვის საიჯარო გადასახადი). გეოინფორმაციული სისტემაში განთავსებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში, როგორც ზუსტი, საჭირო და ინფორმაციის მიღების დროული საშუალება რაც უტყუარი დოკუმენტალური და თვალსაჩინო დადასტურება იქნება, რომ დევნილთა უძრავ ქონებას იტაცებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ამ ტერიტორიებზე სრულფასოვანი მოქალაქის სტატუსით სარგებლობენ. ამავე დროს აღნიშნულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების აღწერა შესაძლებლობას მოგვცემს ,,დევნილებს”, საქართველოს მოსახლეობის ყოველმხრივ მოწყვლად, დაუცველ ფენას აღმოვუჩინოთ სრულყოფილი სამართლებრივი და სხვა სახის საჭირო დახმარება თავიანთ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
xedi
4) პრიორიტეტი

თანამგზავრული ფოტო გადაღება, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონის სამეცნიერო-ტექნიკური არქივის შექმნა, სახელმწიფოს და სხვა უძრავი ქონების აღრიცხვა. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოთხოვნის მქონე ,,პირების” გამოკვეთა, შემდგომში პრივატიზაციის პროცესიის მოსამზადებლად, ვინაიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე და ცხინვალის რეგიონში პრივატიზაცია არ ჩატარებულა და საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია ამ ეტაპზე შესაძლებლობა, რომ ადგილზე საინვენტარიზაციო კომისიის გასვლით მოახდინოს უძრავი ქონების პარამეტრების იდენტიფიცირება და მისი სრულფასოვანი რეგისტრაცია, ხოლო რუსეთის სამშვიდობო ძალები ვერ უზრუნველყოფენ ამ ქონების ხელშეუხებლობას. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გეოინფორმაციული სისტემის შექმნა.

5) მიმართულების დასაბუთება

სახელმწიფოს და სხვა ,,პირთა” უძრავ ქონებას უკანონოდ ეუფლებიან სხვა `პირები”, ცდილობენ შეცვალონ შენობა-ნაგებობების განლაგებები, ქუჩებს უცვლიან სახელს, სახლებს ნომერაციას და ექსტერიერს, რათა კანონიერ მეპატრონეს ან მის მემკვიდრეს გაუჭირდეს თავისი უფლების დამტკიცება თავის უძრავ ქონებაზე. მრავალი წლის განმავლობაში მიტოვებულ, მოუვლელ, გადამწვარ, დანგრეულ კარმიდამოს ნარ-ეკალმა გადაუარა და მტვერი დაედო, ასე რომ იქ გაზრდილ ადამიანსაც კი გაუჭირდება მისი ამოცნობა არა თუ მის შთამომავლებს, ამავე დროს დარჩენილი ქონება მიიტაცეს და დაეპატრონენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც მრავალჯერ გაასხვისეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანზე.

6) განხორციელების სავარაუდო ვადები

პრეზიდენტის 14.02.06წ. #124 ბრძანებულების განსახორციელებლად გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოები (დეკლარირების პროცესი თანამგზავრული ფოტოსურათების გადაღება, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის რუკების დამზადება, საინფორმაციო ხასიათის სარეკლამო სამუშაოები, მოხელეთათვის და ჟურნალისტთათვის ტრეინინგების ჩატარება და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება) ჩატარდება 1-1,5 წლის განმავლობაში. ხოლო ძირითადი სააღრიცხვო სამუშაოები ინტენსიურად განხორციელდება 2-2,5 წლის მანძილზე. ცხინვალის რეგიონში დასადგენი იქნება 5000-მდე საცხოვრებელი სახლის მეპატრონე, ვინც დატოვა თავისი უძრავი ქონება და 100-მდე სახელმწიფოს მსხვილი სამრეწველი და სხვა ობიექტები. აფხაზეთში 120 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი/ბინა, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკისა და მრავალი სახელმწიფოს სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების უძრავი ქონება.

7) საბოლოო შედეგები

საქართველოს კანონმდებლობის ფაქტობრივი აღდგენისას აფხაზეთის ტერიტორიასა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ სამართლებრივად გამართული და უძრავი ქონების ტექნიკურად შეძლებისდაგვარად დაზუსტებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები ქართულ და აგრეთვე აფხაზურ ენებზე (აფხაზეთში), რის საფუძველზეც დარეგულირდება ქონებრივი საკითხები და განხორციელდება `დევნილთა” განსახლება მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში. განხორციელდება `დევნილთა” მონაცემთა ბაზის სრულყოფა: რეაბილიტაციის, რეპატრიაციისა და ინტეგრაციის მრავალმხრივი პროგრამების საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად შედგენის მიზნით. აგრეთვე გამოიკვეთება სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონება და მხარის აღორძინების პერსპექტიული გეგმა საკურორტო და სხვა საწარმოო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.

8) შეფასების კრიტერიუმები

აფხაზეთის ტერიტორიასა და ცხინვალის რეგიონში უძრავი ქონების საკუთრებაზე მოთხოვნის უფლების მქონე ,,პირები” მიიღებენ ა.წ. შემოდგომაზე, უძრავ ქონებაზე `სააღრიცხვო მოწმობას” და დანართს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გეგმას. პროგრამის ეფექტურობა შეიძლება შეფასდეს დევნილებზე და სხვა ,,პირებზე” გაცემული “სააღრიცხვო მოწმობის” სერტიფიკატების და თან-დართული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გეგმის რაოდენობით. სახელმწიფოს კუთვნილი ობიექტების აღწერის და აღრიცხვის რაოდენობით.

GEO ENG RUS

საიტის ნავიგაცია