აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავი ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა განხორციელების წესის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, 14.02.06.წ. N124 ბრძანებულების საფუძველზე, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, გიორგი ხევიაშვილს, დაევალა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება და „წესის“ შემუშავება.
ბრძანებულებით გათვალისწინებული „წესის“ შესაბამისად, დევნილებმა და სხვა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ცენტრალურ და რეგიონულ ორგანოებს, სადაც ისინი მიიღებენ უძრავი ქონების აღრიცხვის „დეკლარაციებს.“ დეკლარაციას, ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან შეთანხმებით, ავსებს დევნილი, რომლის სახელზეც, ყველა პროცედურის გავლის შემდგომ, აღირიცხება და გაიცემა უძრავი ქონების „სააღრიცხვო მოწმობა“
დევნილი მიუთითებს: საცხოვრებელი სახლის/ბინის ზუსტ მისამართს და ტელეფონის ნომერს, დაბადების ადგილს და დროს, განთლებას, პროფესიას და სამუშაო ადგილს დევნილობამდე. უძრავი ქონების ზუსტ მისამართს და დანიშნულებას (საცხოვერებელი ბინა/სახლი, კომერციული ფართობი), რომელიც მას ჰქონდა დევნილობამდე. არაბული რიცხვებით აღნიშნავს ბინის ფართობს და სახლზე გაპიროვნებული მიწის ნაკვეთის ოდენობას, აგრეთვე სიტყვიერად აღნიშნავს შენობის და მიწის ნაკვეთის ფართობს.

ტოპოგრაფიულ რუკაზე საცხოვრებელი სახლის/ბინის ადგილმდებარეობის ზუსტად დადგენის და მიწის საკადასტრო რუკის დამზადების მიზნით, დევნილი, რამდენადაც მისთვის ცნობილია, აღწერს უძრავი ქონების მდგომარეობას (დამწვარია, დანგრეულია, სახურავი აქვს გადახდილი, ნაწილობრივ დანგრეულია და ა.შ.), აგრეთვე ასახელებს მისი სახლის ფაქტობრივ მფლობელს (თუ არის მისთვის ცნობილი). შემდგომ დევნილი ჩამოთვლის სახლის თანამობინადრეებს, საკუთარი ოჯახის წევრებს, ვინც ცხოვრობდა მასთან ერთად ან იცხოვრებს დაბრუნების შემდგომ (მეუღლე, შვილები და მათთან ერთად მუდმივად მცხოვრები სხვა პირები). დევნილმა ან დეკლარაციის შემვსებმა პირმა უნდა წარმოადგინოს უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტ (ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ–ერთი მაინც) და პირადობის მოწმობის ქსეროასლები.
- ბინის ორდერი
- მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმა
- ანდერძი
- არქიტექტურული პროექტი
- ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება
- სასამართლოს გადაწყვეტილება
- სსრკ პასპორტში ჩაწერის გვერდი
- საბინაო წიგნიდან ამონაწერი
- სოფლის საკომლო წიგნიდან ამონაწერი
- სხვა დოკუმენტი
დევნილი, რომელსაც არ გააჩნია უძრავ ქონებაზე ბინადრობის/სარგებლობის არანაირი დოკუმენტი, ან დევნილის მიერ უფლებამოსილი პირი, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსისი 25–ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელს შეიტანს უფლებამოსილ სასამართლოში. უძრავ ქონებაზე სარგებლობა/ბინადრობის უფლების დადასტურების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგენს საფუძველს, უძრავი ქონების სარგებლობის/ბინადრობის დამადასტურებელი „სააღრიცხვო მოწმობის“ გასაცემად.
დევნილი ან სხვა მოქალაქე, რომელიც შეავსებს დეკლარაციას, წარმოადგენს ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ქსეროასლს და უძრავი ქონების სარგებლობის/ბინადრობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან მიიღებს უძრავი ქონების „სააღრიცხვო მოწმობას“ (აფხაზეთიდან დევნილი აგრეთვე აფხაზურ ენაზე)., რომელსაც მობინადრე/მოსარგებლე, საქართველოს პრეზიდენტის N255 ბრძანებულების შესაბამისად, 2006წლის 1 ნოემბრის შემდგომ წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში პირელადი რეგისტრაციისათვის. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონება საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული იქნება მოქალაქის კერძო საკუთრებად.
ყველა ეს პროცედურა დევნილთათვის უფასოა, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დონორი ორგანიზაციებიდან.

