საპრეზიდენტო პროგრამა ჩემი სახლის ამოქმედების შემდეგ, აფხაზეთში ქართველთა სახლების მითვისების პროცესი შეჩერდა
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით, დევნილთა დაბრუნების ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა. მასში განსაზღვრულია ძირითადი სამოქმედო პრიორიტეტები - დევნილთა საბინაო პირობების გაუმჯობესება, მათი დასაქმება, განათლებისა და პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა, მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით, ამ პირთა მიკროსესხებით უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და სხვა სოციალური პრობლემების მოგვარება.
სახელმწიფო კანცელარიაში საპრეზიდენტო პროგრამის ჩემი სახლის პრეზენტაცია გაიმართა
სახელმწიფო კანცელარიაში საპრეზიდენტო პროგრამის “ჩემი სახლის” პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა აფხაზეთის უძრავი ქონების დეტალური აღწერის თანამგზავრული ფოტომასალის საშუალებით პრეზიდენტს წარუდგინეს.
საქართველოს პარლამენტში, საპრეზიდენტო პროგრამა ”ჩემი სახლის” ფარგლებში შექმნილი გეოინფორმაციული სისტემების პრეზენტაცია გაიმართება

16 მარტს, 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტში, საპრეზიდენტო პროგრამა ”ჩემი სახლის” ფარგლებში შექმნილი გეოინფორმაციული სისტემების პრეზენტაცია გაიმართება. აღნიშნული სისტემა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უძრავი ქონების ჩამონათვალის აღრიცხავასა და შედგენას ითვალისწინებს.

