საქართველოს პარლამენტში, საპრეზიდენტო პროგრამა ”ჩემი სახლის” ფარგლებში შექმნილი გეოინფორმაციული სისტემების პრეზენტაცია გაიმართება

 

16 მარტს, 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტში, საპრეზიდენტო პროგრამა ”ჩემი სახლის” ფარგლებში შექმნილი გეოინფორმაციული სისტემების პრეზენტაცია გაიმართება. აღნიშნული სისტემა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უძრავი ქონების ჩამონათვალის აღრიცხავასა და შედგენას ითვალისწინებს.
პრეზენტაციას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები გამართავენ. მას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი და პარლამენტის დეპუტატები დაესწრებიან.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება, პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამგანზომილებიანი რუკები, რომლებზეც ლტოლვილთა უძრავი ქონება იქნება ასახული.


GEO ENG RUS

საიტის ნავიგაცია