კანცელარიაში საპრეზიდენტო პროგრამის “ჩემი სახლის” პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა აფხაზეთის უძრავი ქონების დეტალური აღწერის თანამგზავრული ფოტომასალის საშუალებით პრეზიდენტს წარუდგინეს. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია გუდაუთის კადრები, რომელიც ყოველი სახლის, ქუჩისა, თუ მიწის ნაკვეთის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა.
როგორც პროგრამის ავტორები აცხადებენ, მოპოვებული მასალით შესაძლებელია, დაზუსტდეს საქართველოს მატერიალური ზარალი აფხაზეთში. პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, ეს პროგრამა შემდგომში აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მიერ უძრავი ქონების გასხვისების პროცესს ხელს შეუშლის.

